ფეხბურთი

22:00 | 3.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

დი მატეომ "ასტონ ვილა" ჩაიბარა

მომდევნო სეზონში ჩემპიონშიფში მოასპარეზე "ასტონ ვილას" რობერტო დი მატეო უხელმძღვანელებს. როგორც ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, იტალიელმა სპეციალისტმა ახალ გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

დი მატეომ სამწვრთნელო კარიერა "დონსიში" დაიწყო. შემდეგ "ვესტ ბრომვიჩს", ლონდონის "ჩელსის" და "შალკეს" თავკაცობდა. გერმანული კლუბიდან იტალიელი 2015 წლის მაისში გაანთავისუფლეს და მას შემდეგ უმუშევარია.

პრემიერლიგის გასულ სეზონში "ასტონ ვილამ" ბოლო ადგილი დაიკავა და ქვედა ლიგაში მოუწევს ასპარეზობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121468