ფეხბურთი

23:01 | 31.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელთა საბოლოო განაცხადი

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ხელმძღვანელობამ ის საბოლოო შემადგენლობა გამოაცხადა, რომელიც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ვისენტე დელ ბოსკეს მიერ შერჩეულ 23 ფეხბურთელს შორის ვერ მოხვდნენ ისკო (“რეალი”) და საული (“ატლეტიკო”), “რეალის” კიდევ ერთი წევრი დანი კარვახალი კი მომავალ ტურნირზე ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიღებული ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. მის ნაცვლად ნაკრებში ლონდონის “არსენალის” მოთამაშე ეკტორ ბელერინი მოხვდა.

მეკარეები: იკერ კასილასი, დავიდ დე ხეა, სერხიო რიკო.

მცველები: სერხიო რამოსი, ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა, მარკ ბარტრა, ხუანფრანი, სესარ ასპილიკუეტა, მიკელ სან ხოსე, ეკტორ ბელერინი.

ნახევარმცველები: ბრუნო სორიანო, სერხი ბუსკეტსი, კოკე, ტიაგო ალკანტარა, ანდრეს ინიესტა, დავიდ სილვა, პედრო როდრიგესი, ფრანსესკ ფაბრეგასი, ლუკას ვასკესი.

ფორვარდები: არიც ადურიცი, ნოლიტო, ალვარო მორატა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116139