ფეხბურთი

18:16 | 28.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემი” მეტოქეებს “უემბლიზე” მიიღებს

ინგლისის პრემიერლიგის ბრინჯაოს პრიზიორი “ტოტენჰემი” დამდეგ სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებს ინგლისის მთავარ არენა “უემბლიზე” ჩაატარებს. აღნიშნულ ინფორმაციას sky sports-ი ავრცელებს. როგორც წყარო იტყობინება, “დეზების” ადმინისტრაცია “უემბლის” ვარიანტს საბოლოოდ დასთანხმდა.

მოგეხსენებათ, “ტოტენჰემის” საშინაო სტადიონს “უაით ჰართ ლეინს” რეკონსტრუქცია უტარდება და იგი მზადყოფნაში მხოლოდ 2017-2018 წლების სეზონისთვის იქნება, შესაბამისად, ლონდონელებს ერთი წელი სხვა არენაზე მოუწევთ თამაშების მასპინძლობა.

“ტოტენჰემი”, როგორც პრემიერლიგის მესამეადგილოსანი დამდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპიდან ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113616