ფეხბურთი

11:18 | 26.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

მიხაილოვიჩმა “ტორინო” ჩაიბარა

იტალიურ “ტორინოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს სინიშა მიხაილოვიჩის სახით. როგორც ტურინული გუნდის ვებგვერდი იუწყება, სერბმა სპეციალისტმა “ხარებთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მიხაილოვიჩი ბოლოს “მილანში” მუშაობდა, საიდანაც ორი თვის წინ დაითხოვეს. მანამდე კი სხვადასხვა პერიოდში “კატანიას”, “ფიორენტინასა” და “სამპდორიას” ედგა სათავეში.

მიხაილოვიჩმა აღნიშნულ პოსტზე ჯამპიერო ვენტურა ჩაანაცვლა, რომელსაც “ტორინომ” მადლობა გადაუხადა და მომავალში წარმატებები უსურვა. აღსანიშნავია, რომ ვენტურა იტალიის ეროვნული ნაკრების გაწვრთნის მთავარი კანდიდატია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109607