ფეხბურთი

10:29 | 26.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

აბურჯანია პრიმერადივიზიონთან ერთ ნაბიჯშია

გიორგი აბურჯანიას “ხიმნასტიკი” ესპანეთის პრიმერადივიზიონს კიდევ უფრო მიუახლოვდა. სეგუნდა დივიზიონის მე-40 ტურში ქართველი ნახევარმცველის გუნდმა შინ უშუალო კონკურენტი, პამპლონას “ოსასუნა” (1:0) დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი, კატალონელთაგან 82-ე წუთზე ხოსე ნარანხომ გაიტანა საჯარიმო დარტყმით.

ტრადიციულად “ნასტიკის” ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა აბურჯანიამ. “ხიმნასტიკს” ახლა 67 ქულა აქვს 40 შეხვედრაში და მეორე ადგილზეა, რაც ლა ლიგის საზგურს პირდაპირ იძლევა, ლიდერთან სხვაობა კი ერთი ქულაა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პირველ პოზიციაზე მყოფი “ალავესი” და მესამეადგილოსანი “ლეგანესი” თავიანთ მატჩებს დღეს ჩაატარებენ.

ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი. ისე, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, “ხიმნასტიკს” პლეი-ოფის საგზური განაღდებული აქვს.

0.134388