ფეხბურთი

13:14 | 25.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

კარისუს მსაჯის შეურაცხყოფა არ აპატიეს

"სევილიას" მცველი დანიელ კარისუ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. აღნიშნული ინფორმაცია ორგანიზაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

"ბარსელონასთან" გამართულ "სამეფო თასის" ფინალში 121-ე წუთზე პორტუგალიელმა ყვითელი ბარათი მიიღო, ამის გამო მან მთავარ მსაჯ დელ სეროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და აღნიშნული ფაქტი არბიტრმა ოქმში შეიტანა. სადისციპლინო კომიტეტმა განხილვის შემდეგ ფეხბურთელი დასაჯა.

შედეგად, კარისუ აღნიშნული სასჯელის გამო, ესპანეთის სუპერთასის 2 მატჩს და ლა ლიგის მომდევნო სეზონის სასტარტო ორ შეხვედრას გამოტოვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111113