ფეხბურთი

18:44 | 24.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქვილითაიას შეძენა ბელარუსის ბატე-საც სურს

ბელარუსის ჩემპიონ ბატე-ს გიორგი ქვილითაიას გადაბირება სურს. როგორც შევიტყვეთ, ბატე-სთვის ამ ზაფხულს ერთ-ერთი პრიორიტეტული სატრანსფერო მიმართულება სწორედ ქართველი ფორვარდის შეძენაა.

თბილისის დინამოელმა ქვილითაიამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თავი გამოიჩინა, საუკეთესო ბომბარდირი გახდა 24 გატანილი გოლით.

ქვილითაიაზე ადრეც ვწერდით, რომ კიევის “დინამო” და ბელგრადის “პარტიზანი” დააინტერესა. რაც შეეხება ბატე-ს, ბელარუსის 12-გზის ჩემპიონია და 2006 წლიდან მოყოლებული არავის უთმობს პირველ ადგილს. გარდა ამისა, კლუბი ხშირად გადის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

ქვილითაია ამჟამად ავსტრიაში იმყოფება საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად.

Loading...
სტატისტიკა
0.226431