სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
სხვა

18:00 | 23.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი – კომუსუბი თუ სეკივაკე?
გაგამარუს ბედი, ჯერჯერობით, გაურკვეველია
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” დასრულებული მაისის სუპერტურნირის შედეგებით, ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი მინიმუმ კომუსუბის, მაქსიმუმ კი სეკივაკეს წოდებამდე აღზევდება, ხოლო გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ადგილის შენარჩუნების მცირე შანსს ინარჩუნებს.

ახლა, ყველაფერზე თანმიმდევრულად. შეგახსენებთ, რომ ნაცუ ბაშოზე დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ტოჩინოშინმა 10 მოგება და 5 მარცხი მოაგროვა და სპეციალური პრიზი გინო-შოც დაიმსახურა. 28 წლის ქართველმა სეკიტორმა ბაშოსწინა ერთობლივ ვარჯიშზე ნეკნი გაიტეხა და დოჰიოზე მეტოქეებთან ერთად ტკივილსაც უმკლავდებოდა.

პროფესიულმა სუმოს ასოციაციამ გორგაძეს სწორედ ეს გმირობა დაუფასა და ტექნიკური ასპარეზობისთვის გამოარჩია. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ მებრძოლის სულის გამოვლინებისთვის კანტო-შო დასავლეთის მე-8 მაეგაშირა მიტაკეუმის ერგო, შიუკუნ-შო (პრიზი რამდენიმე იოკოძუნას ან ოძეკის ლამაზად დამარცხებისთვის) კი ვერავინ დაიმსახურა.

დიდი ალბათობით, ტოჩინოშინს კომუსუბის ტიტული ერგება, თუმცა, არსებობს შანსი, ის სეკივაკეს წოდებამდეც აღზევდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი 8 ორთაბრძოლის წამგებ კოტოიუკის კომუსუბობამდე დააქვეითებენ.

გაცილებით რთულად არის გაგამარუს საქმე, რომელიც ნაცუ ბაშოზე აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით ირჯებოდა და 9 მარცხის ფონზე მხოლო 6 გამარჯვება იზეიმა.

უკვე ცნობილია, რომ მაკუუჩის დატოვება მოუწევთ რუსი ამურს, ჰიდენოუმის, სეიროს, ჩიოტაირიუს და კიოკუშუჰოს, რომელმაც გასული ტურნირი ტრავმის გამო გამოტოვა. მათ ნაცვლად ელიტაში ჩიონოკუნი, ტოიოჰიბიკი, კაგაიაკი, კიტაჰარიმა და სადანოფუჯი აღზევდებიან.

აი, გაგამარუს ბედი კი იმაზეა დამოკიდებული, პროფესიული სუმოს მამები რა განაჩენს გამოუტანენ არავაშის. თუკი ამ უკანასკნელს ძურიოში მინიმალური დადებითი ბალანსი (8 მოგება, 7 მარცხი) საკმარის წარმატებად ჩაეთვალა, ქართველი გოლიათი რანგით მე-2 დივიზიონს დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ განახლებული ბანძუკე (რეიტინგი) 27 ივნისს გამოქვეყნდება და აღნიშნულ კითხვებზე ზუსტ პასუხებსაც მაშინ შევიტყობთ, მომდევნო ბაშო კი ქალაქ ნაგოიაში 10-24 ივლისს გახლავთ დაგეგმილი.

ნაცუ ბაშომ სხვა საინტერესო შედეგებიც მოიტანა. 69-ე იოკოძუნა ჰაკუჰომ “იმპერატორის თასის” აწევა 37-ედ მოახერხა. ამასთან, მუნხბატინ დავააჯარგალმა იდეალური შედეგის ძიონ-შოს (15-ვე მოგება) დაფიქსირება კარიერაში მეთორმეტედ შესძლო.

ამგვარად, “თეთრი ფენიქსი” კიდევ ერთხელ შეეცდება შეუტიოს 35-ე იოკოძუნა ფუტაბიამას რეკორდს, რომელმაც გასული საუკუნის პირველ ნახევარში ზედიზედ 69 გამარჯვება იზეიმა. ჰაკუჰოს ბოლო მარცხი ჰარუ ბაშოს პირველ დღეს შეემთხვა, ამდენად, მის ანგარიშზე მიჯრით 29 მოგებაა.

“რიოგოკუ კოკუგიკანში” ჩატარებულ ტურნირზე 13 გამარჯვება იზეიმა და პირადი რეკორდი გაიმეორა იაპონელმა იშვიათმა ტალანტმა კისენოსატომ. ივლისის ტურნირის წინ, ის ოფიციალურად მიიღებს ცუნატორის სტატუსს.

იაპონიის სუმოს ასოციაციის პრეზიდენტმა ოიაკატა ჰაკაკუმ და მსაჯების კომიტეტის თავმჯდომარე ოიაკატა ნიშონოსეკიმ უკვე დაადასტურეს, რომ იაპონელისთვის იოკოძუნას სტატუსის მინიჭების საკითხი დღის წესრიგში ერთადერთ შემთხვევაში დადგება. ამისთვის მან მომავალ ბაშოზე “იმპერატორის თასის” მოგება უნდა მოახერხოს.

71-ე იოკოძუნა კაკურიუმ ნაცუ ბაშოზე 11 მოგება მიითვალა, 70-ე დიდმა ჩემპიონმა ჰარუმაფუჯიმ და ოძეკი კოტოშოგიკუმ კი ათ-ათი გამარჯვება იზეიმეს. მათ ერთადერთი მოგებით ჩამორჩა ოძეკი გოეიდო. აი, ოძეკი ტერუნოფუჯი კი კადობანშია ჩაყენებული. თუკი 24 წლის მონღოლი გოლიათი ივლისის სუპერტურნირზე კაჩი-კოშს ვერ დააფიქსირებს, მას სეკივაკეობამდე დააქვეითებენ.

სანიაკუდან (პირობითი კატეგორია, რომელშიც 4 უმაღლესი წოდების – იოკოძუნა, ოძეკი, სეკივაკე, კომუსუბი – მქონე სუმოისტები არიან გაერთიანებულნი) ჰირამაკუში გადაბრძანება მოუწევთ და შესაბამისად, რიგითი მაეგაშირები გახდებიან იკიოი და ოკინოუმი, კოტოიუკი კი, დიდი ალბათობით, სეკივაკეს წოდებას შეინარჩუნებს, თუმცა, ბანძუკეში აღმოსავლეთიდან დასავლეთის მხარეს გადაინაცვლებს.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.160451
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X