სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:40 | 19.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

დაჩი ფოფხაძე: “ვფიქრობ, კარგი ფინალი გამოვიდა”
“მსაჯებზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ პენალტი იყო”
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს თასის 26-ე ფინალი ისტორიას ჩაბარდა, თბილისის “დინამომ” ტიტული მეცამეტედ მოიგო, ხოლო ბოლნისის “სიონი” წაგებული დარჩა და ევროტურნირებზეც ვერ გავიდა. “სიონს” არაერთი გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავს და მათ შორისაა დაჩი ფოფხაძეც, რომელიც Worldsport.ge-ს რესპონდენტია. უნდა ითქვას, ფინალში ფოფხაძე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო თავის გუნდში:

დაჩი ფოფხაძე: “დინამოს” ვულოცავ თასის მოგებას და მანამდე მოპოვებულ ჩემპიონობასაც. ვფიქრობ, ფინალის მოგების შანსი გვქონდა, მაგრამ ერთი შეცდომა ძვირად დაგვიჯდა. ისე, ფინალი შედგა, ცუდი საყურებელი თამაში არ იყო. მადლობას გადავუხდი გულშემატკივრებს, რომლებიც სტადიონზე მოვიდნენ და ატმოსფერო შექმნეს. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, “სიონის” ქომაგებს.

- პირადად შენ თასი ერთხელ მოგებული გაქვს, ეს “ლოკომოტივში” თამაშისას.

- 2005 წელს, როცა “ზესტაფონს” 2:0 მოვუგეთ. მერე, “ტორპედოში” თამაშისას ფინალი წავაგეთ “გაგრასთან” და აი, გუშინაც დავმარცხდით.

- გუშინ პირველ ტაიმში მარცხნივ თამაშობდი, მეორე ტაიმში კი ჩვეულებრივ შენს პოზიციაზე, მარჯვნივ გააგრძელე...

- თავიდან დაზვერვით დავიწყეთ თამაში და უფრო გოლის არგაშვებაზე ვფიქრობდით. თუ გოლს გავუშვებდით, მერე უფრო თამამად უნდა შეგვეტია ფლანგებიდან. სამწუხაროდ, გაგვიტანეს.

- ბევრი ბოლნისელი უკმაყოფილო იყო მსაჯობით. პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ “დინამოს” კარში. რას იტყვი იმ ეპიზოდზე?

- მსაჯობა, მთლიანობაში ცუდი არ იყო, მაგრამ პენალტი უნდა დანიშნულიყო. იმ მომენტში დინამიკაში ვიყავი, ბურთი საჯარიმოში შევიტანე და ყურადღება ვერ მივაქციე ხელს, მაგრამ ვიდეოზე რომ ვნახე, აშკარად პენალტია, დინამოელი ხელით აჩერებს ბურთს. ისე კი, შეცდა მსაჯი, ადამიანია ისიც. იმედია, მომენტს განიხილავენ.

- ამ სეზონში პირადად შენი თამაშით რამდენად კმაყოფილი ხარ?

- სამწუხაროდ, ყველა მატჩში არ მითამაშია, მაგრამ მთლიანობაში ნორმალურ ფორმაში ვიყავი და ვარ. ვეცდები, მომდევნო სეზონი უკეთ ჩავატარო. 32 წლის ვარ, მაგრამ “სიონში” ჩემზე უფროსები თამაშობენ და საკმაოდ კარგადაც. ასე რომ, მე არაფერი მაქვს საწუწუნო ასაკზე. “სიონისთვის ცუდი სეზონი არ იყო. პირველი წრე უკეთ ჩავატარეთ, მერე კი ცოტა ჩამოვრჩით და თასის მოგებაზე ვფიქრობდით, ამით გვქონდა ევროტურნირებზე გასვლის შანსი და სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ.

- უმაღლეს ლიგაში 10-ზე მეტი სეზონი ჩაგიტარებია და შეფასება თავისუფლად შეგიძლია: მიმდინარე სეზონი, რომელიც უკვე სრულდება, დონით როგორი იყო?

- ჩემპიონატი დაძაბულია და ეს მოსაწონია. გასავარდნ ზონაში ისეთი ამბები ხდება, ვის გაუმართლებს ბოლო ტურში და ვის არა, ვერ გაიგებ. საერთოდ კი, დონე მაშინ იქნება, როცა კარგი სტადიონები იქნება და როცა გულშემატკივრებიც მოვლენ. მაგალითად, გუშინდელი ფინალი კარგი იყო, განათებაზე ვითამაშეთ, მინდორიც ვარგოდა. მეორე მხრივ, მესმის ქომაგებისაც, გული აქვთ აცრუებული და ჩვენზეა დამოკიდებული მათი ფეხბურთისკენ მოხედვა. უკეთ უნდა ვითამაშოთ.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.112525
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X