კალათბურთი

12:45 | 19.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ნიუ იორკს” ჰორნაჩეკი დაარიგებს

“ნიუ იორკ ნიქსის” მთავარი მწვრთნელი ჯეფ ჰორნაჩეკი გახდება. ESPN.ცომ-ის ცნობით, მხარეებს კონტრაქტისთვის ხელი ჯერ არ მოუწერიათ, თუმცა, შეთანხმება უკვე მიღწულია.

ოთხშაბათს საღამოს ჰორნაჩეკი ნიუ იორკელთა პრეზიდენტს ფილ ჯეკსონს და გენერალურ მენეჯერ სტივ მილსს შეხვდა და საბოლოო დეტალები განიხილა.

ჯეკსონმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა კურტ რემბისს, რომელმაც 2015-16 წლების სეზონი “ნიქსის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის რანგში დაასრულა.

ცნობისთვის, ჰორნაჩეკმა 2.5 წლის განმავლობაში “ფინიქს სანზში” იმუშავა, სადაც 101 მოგება და 112 მარცხი მოუგროვდა. არიზონელებმა მწვრთნელი მას შემდეგ დაითხოვეს, რაც მან თებერვალში 21-დან 19 მატჩი წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114393