ფეხბურთი

17:36 | 18.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ყაზახური “ორდაბასი” გოგუას სამმაგ ხელფასს სთავაზობს

ყაზახური “ორდაბასი” გოგიტა გოგუას იწვევს. 32 წლის გოგუას პავლოდარის “ირტიშთან” კონტრაქტი ივნისში უმთავრდება და თავისუფალი აგენტი ხდება. ქართველი ყაზახეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში საუკეთესოა გოლი+პასის სისტემით.

გოგუას ყაზახური მასშტაბით დაბალი ხელფასი ჰქონია, “ორდაბასი” კი სამჯერ მეტს სთავაზობს. გოგიტა სხვა ყაზახურ კლუბებსაც აინტერესებთ, თუმცა “ორდაბასი” აქტიურობს და კონკრეტული წინადადებაც შესთავაზა ფეხბურთელს. არაა გამორიცხული “ქაირათის” ვარიანტიც. ამ გუნდს კახა ცხადაძე წვრთნის.

აქვე ვთქვათ, რომ ჩიმკენტის “ორდაბასი” ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა.

0.125919