ფეხბურთი

13:06 | 18.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლუჰუკაი "შტუტგარტის" ახალი მწვრთნელია

აწ უკვე მეორე ბუნდესლიგის ბინადარი "შტუტგარტის" ახალი მწვრთნელი ჰოლანდიელი იოს ლუჰუკაი იქნება. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ჰოლანდიელმა აღნიშნულ თანამდებობაზე შეცვალა იურგენ კრამნი, რომელიც სარეზერვო გუნდში დააბრუნეს. გერმანელი სპეციალისტი "შტუტგარტში" გასული წლის დეკემბერში დანიშნეს, თუმცა გუნდი ბუნდესლიგაში ვერ დატოვა.

ლუჰუკაი "შტუტგარტამდე" "ჰერტას", "აუგსბურგს" და "გლადბახს" წვრთნიდა.

0.111742