ფეხბურთი

16:31 | 15.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

აბურჯანიას გუნდი ფრეს დასჯერდა

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში გიორგი აბურჯანიას ‘ხიმნასტიკმა” შინ 0:0 დაასრულა მატჩი ლიდერ “ლეგანესთან”. არადა, მატჩის დასაწყისში “ხიმნასტიკმა” პენალტი გააცუდა, ხოლო 32-ე წუთზე მეტოქეს ფეხბურთელი გაუძევეს. აბურჯანიას გუნდმა ასეთი შანსით ვერ ისარგებლა.

გიორგის რაც შეეხება, სასტარტოში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. ქართველს მატჩის დასაწყისში მომენტიც ჰქონდა, მაგრამ მისი ახლოდან დარტყმული მცველს მოხვდა. “ხიმნასტიკი” მესამე ადგილზე დარჩა და თუ მეორეზე გავა, პირდაპირ მოიპოვებს პრიმერა დივიზიონის საგზურს, თუ არადა, ფლეი-ოფის გზით მოუწევს ბრძოლა: მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ადგილოსნები ერთ საგზურს გაითამაშებენ. აბურჯანიას გუნდს 4 თამაში დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112404