ფეხბურთი

17:11 | 14.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ატალანტამ” იმედისმომცემ ჰოლანდიელს გაუხანგრძლივა

იტალიის სერია A-ს ბინადარმა ბერგამოს “ატალანტამ” იმედისმომცემ ჰოლანდიელ ნახევარმცველ მარტენ დე რუნს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც ლომბარდიული კლუბის ვებგვერდი იტყობინება, 25 წლის ფეხბურთელი ბერგამოში 2019 წლის ზაფხულამდე დარჩება.

დე რუნი “ატალანტას” გასულ ზაფხულს “ჰერენვეენიდან” შეუერთდა და გუნდისთვის მნიშვნელოვან მოთამაშედ მალევე იქცა. მიმდინარე სეზონში მან 36 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარში ერთი გოლი გაიტანა.

0.100296