ფეხბურთი

12:42 | 14.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვინ დატოვებს ბუნდესლიგას? – “ბრემენელი მუსიკოსები” თუ “შვაბები”

გერმანიის ბუნდესლიგა დღეს დასრულდება. გასარკვევია ვინ გავარდება, ვინ პლეი-ოფში ითამაშებს და ვინ ჩემპიონთა ლიგაზე. დანარჩენი ყველაფერი გარკვეულია.

“გლადბახი” მეოთხე ადგილზეა და ძალზე ახლოსაა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორედ თამაშთან. ანდრე შუბერტის გუნდი დღეს გასვლაზე “დარმშტადტს” ეთამაშება და ფრეც ჰყოფნის, რომ მეოთხე ადგილი ოფიციალურად გაინაღდოს. მისი კონკურენტები კი, “შალკე”, “ჰერტა” და “მაინცია”. ბერლინური გუნდი სტუმრად სწორედ “მაინცს” ეთამაშება “კოფეის არენაზე”. ორივე გუნდმა მთლიანობაში წარმატებული სეზონი ჩაატარა, იმასთან შედარებით, რასაც მათგან მოელოდნენ. მეტიც, რომ არა “ჰერტას” ძალზე წარუმატებელი თამაში ბოლო ორი თვის განმავლობაში ახლა უსათუოდ ჩემპიონთა ლიგის საგზური ექნებოდა გაფორმებული, თუმცა პალ დარდაის გუნდმა მეორე წრე აშკარად ჩააგდო. ალბათ, გამოცდილება დააკლდათ. რაც შეეხება “შალკეს”, გელზენკირხენელთა ასეთი სიტუაცია გასაკვირი არაა. “ხუმარები” თავისი არასტაბილურობით არიან სახელგანთქმულნი.

გასავარდნ ზონაშიც ცხელა – “შტუტგარტი” და “ვერდერი” – ერთ-ერთი სახელოვანი გუნდი გაისად ბუნდესლიგაში არ იქნება. საკითხავი მხოლოდ ისაა, რომელი მათგანი. 2007 წლის ჩემპიონი გასვლაზე შარშანდელ ვიცე-ჩემპიონ “ვოლფსბურგს” ეთამაშება. დიტერ ჰეკინგის გუნდს სეზონი აშკარად ჩაუვარდა. “შტუტგარტი” კი პირველი წრიდან მოყოლებული შავ დღეში იყო. მართალია, იურგენ კრამნის მოსვლის მერე ერთი ხანობა მდგომარეობა გამოსწორდა, მაგრამ “შვაბებმა” ბოლო პერიოდში მოგება აშკარად დაივიწყეს. “ვერდერი” შინ თამაშობს ფრანკფურტის “აინტრახტთან”. სხვათა შორის, “აინტრახტიც” არაა მშვიდად და არსებობს შანსი, რომ სწორედ ნიკო კოვაჩის გუნდი გავარდეს – თუ “შტუტგარტი” მოიგებს და “აინტრახტი” წააგებს. მოკლედ, ამ მხრივ ბუნდესლიგის ბოლო ტურში მეტად საინტერესო თამაშებია.

რაც შეეხება ჩემპიონ “ბაიერნს” – “რეკორდმაისტერი” სეზონს შინ გავარდნილ “ჰანოვერთან” ჩაატარებს და პეპ გვარდიოლას სამწლიანი გერმანული ერაც დასრულდება, თუ რა თქმა უნდა, დარჩენილ ერთ მატჩს - გერმანიის თასის ფინალს არ ჩავთვლით.

“ბაიერნი” – “ჰანოვერი”

მიუნხენი, “ალიანს არენა”

14 მაისი, 17:30 საათი

“ბაიერნი” (4-1-4-1): ნოიერი; ლამი, ბენატია, ბოატენგი, ალაბა; ვიდალი; კომანი, მიულერი, დუგლას კოშტა, რიბერი; ლევანდოვსკი

მწვრთნელი: გვარდიოლა

“ჰანოვერი” (4-2-3-1): ცილერი; არკენბერგი, ანტონი, სანე, ალბორნოზი; შმიედებახი, ფოსუმი; სარენრენ-ბაზეე, კარამანი, კლაუსი; სობიეხი

მწვრთნელი: სტენდელი

მსაჯი: კირხერი

“დორტმუნდი” – “კიოლნი”

დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

14 მაისი, 17:30 საათი

“დორტმუნდი” (4-2-3-1): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, ჰუმელსი, შმელცერი; კასტრო, ვეიგლი; დურმი, როისი, კაგავა; ობამეიანგი

მწვრთნელი: ტუხელი

“კიოლნი” (3-4-3): ჰორნი; მაროჰი, მავრაი, ჰეინტცი; რისე, ლემანი, ვოგტი, მლადენოვიჩი; ოსაკო, ბიტენკურტი, მოდესტე

მწვრთნელი: სტოგერი

მსაჯი: ვეინერი

“ლევერკუზენი” – “ინგოლშტადტი”

ლევერკუზენი, “ბაი არენა”

14 მაისი, 17:30 საათი

“ლევერკუზენი” (4-2-2-2): ლენო; ჰილბერტი, კრამერი, ტოპრაკი, ჰენრიხსი; არანგიზი, კამპლი; ბელარაბი, ბრანდტი; კისლინგი, ჩალჰანოღლუ

მწვრთნელი: შმიდტი

“ინგოლშტადტი” (4-3-3): ოზჩანი; და კოსტა, მატიპი, ჰუბნერი, სუტნერი; როგერი, გროსი, მორალესი; ჰარტმანი, ლეზჩანო, ლექსი

მწვრთნელი: ჰასენჰუტლი

მსაჯი: ვინკმანი

“ვოლფსბურგი” – “შტუტგარტი”

ვოლფსბურგი, “ვოლსკვაგენ არენა”

14 მაისი, 17:30 საათი

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): კასტეელსი; ტრეში, ნალდო, დანტე, შეფერი; სეგურინი, ლუის გუსტავო; ვიეირინია, არნოლდი, შურლე; კრუსე

მწვრთნელი: ჰეკინგი

“შტუტგარტი” (4-2-3-1): ლანგერაკი; ზიმერმანი, შვააბი, ბაუმგარტლი, ინსუა; რუპი, გენტნერი; მაქსიმი, დიდავი, კოსტიჩი; ჰარნიკი

მწვრთნელი: კრამნი

მსაჯი: გრაფე

“აუგსბურგი” – “ჰამბურგი”

აუგსბურგი, ჭჭK არენა

14 მაისი, 17:30 საათი

“აუგსბურგი” (4-5-1): ჰიტცი; ოპარე, ჰონგი, კლავანი, მაქსი; ბაიერი, ბობადილია, ალტინტოპი, საიუბი, კორი; ფინბოგასონი

მწვრთნელი: ვეინზიერლი

“ჰამბურგი” (4-2-3-1): მიკელი; საკაი, ჯურუ, სპაჰიჩი, ოსტრზოლეკი; კაჩარი, ჰოლტბი; მიულერი, გრეგორიტში, ბაჰოუილ ლასოგა

მწვრთნელი: ლობადილია

მსაჯი: მეიერი

“ვერდერი” – “აინტრახტი”

ბრემენი, “ვეზერშტადიონი”

14 მაისი, 17:30 საათი

“ვერდერი” (4-1-4-1): ვიედვალდი; გებრე სელასიე, ვესტერგაარდი, ჯილობოჯი, გარსია; გრილიტში; ოზტუნალი, ფრიტცი, იუნუზოვიჩი, ილდირიმი; პიზარო

მწვრთნელი: სკრიპნიკი

“აინტრახტი” (4-2-3-1): ჰრადეცკი; რეგასელი, აბრაჰამი, რუსი, ოცზიპკა; სტენდერა, ჰასებე; აიგნერი, გაჩინოვიჩი, ბენ ჰატირა; სეფეროვიჩი

მწვრთნელი: კოვაჩი

მსაჯი: აიტეკინი

“ჰოფენჰაიმი” – “შალკე”

ზინსჰეიმი, “ვირსოლ არენა”

14 მაისი, 17:30 საათი

“ჰოფენჰაიმი” (4-2-3-1): ბაუმანი; კადერაბეკი, სულე, ბიჩაკჩიჩი, ტოლიანი; რუდი, სტრობლი; უტი, ამირი, ვოლანდი; კრამარიჩი

მწვრთნელი: ნაგელსმანი

“შალკე” (4-2-3-1): ფარმანი; კაისარა, ჰიოვედესი, მატიპი, კოლასინაჩი; გეისი, ჰოიბერგი; სანე, მეიერი, ჩუპო-მოტინგი; ჰენტელაარი

მწვრთნელი: ბრეიტენრეიტერი

მსაჯი: ბრიხი

“მაინცი” – “ჰერტა”

მაინცი, კოფეის არენა”

14 მაისი, 17:30 საათი

“მაინცი” (4-2-3-1): კარიუსი; დონატი, ბალოგუნი, ბელი, ბუსმანი; ბაუმგალტინგერი, ფრეი; ონისივკო, მალი, იარო; კორდობა

მწვრთნელი: შმიდტი

“ჰერტა” (4-2-3-1): იარშტეინი; პეკარიკი, შტარკი, ბრუკსი, პლატენჰარდტი; ლუსტენბერგერი, სიგერსი; ვეიზერი, დარიდა, ჰარაგუჩი; კალუ

მწვრთნელი: დარდაი

მსაჯი: სტეგერმანი

“დარმშტადტი” – “გლადბახი”

დარმშტადტი, “მერკშტადიონი”

14 მაისი, 17:30 საათი

“დარმშტადტი” (4-2-3-1): ზალიუსკა; გარიჩსი, სულუ, კალდიროლა, ჰოლანდი; ნიემეირი, გონდორფი; ჰელერი, რაუში, ვრანჩიჩი; პლატე

მწვრთნელი: შუსტერი

“გლადბახი” (3-2-2-1-2): სომერი; ელვედი, კრისტენსენი, ნორდვეიტი; დაჰუდი, ჯაკა; ტრაორე, ჰოფმანი; აზარი; ჰანი, რაფაელი

მწვრთნელი: შუბერტი

მსაჯი: სიპელი

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113187