ჭიდაობა

0:07 | 13.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო ჩემპიონატი არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში (+VIDEO)

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) გადაწვეტილება მიიღო, წელს არაოლიმპიური წონით კატეგორიებში მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატაროს. როგორც მოგეხსენებათ, ოლიმპიურ წელიწადში მსოფლიოს ჩემპიონატები არ ტარდება, ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა კი თითოეულ სტილში მხოლოდ ექვსი წონითი კატეგორიის წარმომადგენლებს შეუძლიათ.

დარჩენილი ორი არაოლიმპიური წონითი კატეგორიებისათვის კი UWW-მ დამატებითი მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის შესახებ გამოაცხადა, რომელიც 10-11 დეკემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.

მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალ სტილში (61 კგ, 70 კგ.), ბერძნულ-რომაულში (71 კგ, 80 კგ.) და ქალთა (55 კგ, 60 კგ.) კატეგორიებში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ლას ვეგასში მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, არაოლიმპიურ კატეგორიაში ერთადერთი მედალი (ბრინჯაოს) ლაშა გობაძემ (80) მოიპოვა.

www.wrestling.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113229