სხვა

20:07 | 11.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

მემორანდუმი ძალოსნობის და ჩოგბურთის ფედერაციებს შორის

საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია მზადყოფნას გამოთქვამენ, 2016 წლის ბოლომდე მხარი დაუჭირონ ერთმანეთს და ფედერაციების ეგიდით გასამართ ნებისმიერ საერთაშორისო თუ ლოკალურ ტურნირს წარმომადგენლობითი შემადგენლობით დაესწრონ, ასევე, მხარეების მიერ მომავალში გასათვალისწინებელი აქტივობები დაიგეგმოს და შევიდეს აღნიშნული მემორანდუმის პირობებში.

ალექსანდრე მეტრეველი (ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): “ჩვენთვის პატივია ძალოსნობის ფედერაციასთან მეგობრობა, თანამშრომლობა და მომავალი პერსპექტივა. დიდ პატივს ვცემ კახი კახიაშვილს და ყველანაირად გვერდში დავუდგებით ძალოსნებს”.

კახი კახიაშვილი (ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი): “ახლოვდება იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომლისთვისაც ჩვენ ყურადღებით, მაქსიმალური კონცენტრაციით ვემზადებით. ჩოგბურთის ფედერაციასთან მეგობრობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სიამოვნებით დავესწრებით ჩოგბურთელების ნებისმიერ ტურნირს”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118954