ფეხბურთი

22:25 | 8.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ელგუჯა გრიგალაშვილმა “ეთნიკოსს” გამარჯვება მოუტანა

კვიპროსის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში “ეთნიკოსმა” “არისს” 2:1 სძლია და გამარჯვების გოლი ელგუჯა გრიგალაშვილმა გაიტანა მეორე ტაიმის შუაში. გრიგალაშვილმა 80 წუთი ითამაშა და სასტარტოში იყო მისი ძმა შოთაც, რომელიც მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე რევაზ ბარაბაძემ შეცვალა. “ეთნიკოსი” ბოლოდან მესამე ადგილზეა.

“პაფოსმა”, სადაც ლევან ხმალაძე ირიცხება, სტუმრად აელ-თან 0:1 წააგო და ბოლო ადგილზეა. ხმალაძე განაცხადში არ ყოფილა. ბოლო ტურში “პაფოსი”-“ეთნიკოსია” და ხმალაძის გუნდს ძალიან გაუჭირდება ლიგაში დარჩენა: ბოლო ადგილზეა და ერთი გუნდი ვარდება.

ნორვეგიაში გიორგი გოროზიას “სტაბეკმა” ლიდერ “რუსენბორგთან” სტუმრად 1:3 წააგო და ცხრა ტურის შემდეგ, ბოლოსწინა ადგილზეა. გოროზიამ ბოლო 10 წუთი ითამაშა და საგოლე პასიც გაახერხა.

0.143103