ფეხბურთი

17:13 | 7.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

დარმიანმა შესაძლოა ევროპის ჩემპიონატი გამოტოვოს

იტალიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა მატეო დარმიანმა "ნორვიჩთან" მატჩის დროს ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ჯერჯერობით ტრავმის სერიოზულობა უცნობია.

შესაძლოა 26 წლის ფეხბურთელმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი გამოტოვოს. "სკუადრა აძურას" საფრანგეთში გასამართ ტურნირზე კლაუდიო მარკიზიო და მარკო ვერატი ვერ დაეხმარებიან.

მიმდინარე სეზონში დარმიანმა "წითელი ეშმაკების" რიგებში 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113442