ფეხბურთი

23:59 | 7.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო ალვეში სანაძლეოს დებს, რომ “რეალთან” გოლს არ გაუშვებს

ესპანური “ვალენსიას” ბრაზილიელი მეკარე დიეგო ალევში დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ლა ლიგის დამდეგ ტურში, მადრიდის “რეალთან” არ წააგებს. როგორც სამხრეთამერიკელმა თქვა, იგი მზადაა, 10 ევროს სანაძლეო დადოს, რომ “სანტიაგო ბერნაბეუზე” გოლის არ გაუშვებს.

“10 ევროს ჩამოვდივარ, რომ მადრიდში კარს მშრალად შევინახავ. რთული გასაკეთებელი იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი”, - თქვა დიეგო ალვეშმა.

“რეალი” “ვალენსიას” კვირას, საკუთარ “სანტიაგო ბერნაბეუზე” დაუხვდება. ამ მატჩს მადრიდელთათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან გუნდი ესპანეთის ჩემპიონის ტიტულისთვის გააფთრებით იბრძვის და ქულების დაკარგვის შემთხვევაში შანსს ფაქტობრივად დაკარგავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12609