ფეხბურთი

20:01 | 5.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

დუნგამ კოპა ამერიკისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ, კოპა ამერიკისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.

52 წლის სპეციალისტმა გაფართოებული შემადგენლობიდან, რომელშიც 40 მოთამაშე იმყოფებოდა, 23 შეარჩია, ხოლო 17 ტურნირს მიღმა დატოვა.

სიიდან ამოვარდნენ: გროჰე, ფაგნერი, ალექს სანდრო, ჯემერსონი, პაულისტა, ვოლასი, ფერნანდინიო, განსო, ფელიპე ანდერსონი, ლუანი, ჟონასი, ალექს ტეიშეირა და გაბრიელ ჟესუსი.

რამდენიმე ლიდერი კი, მათ შორის ნეიმარი, მარსელო, ტიაგო სილვა და დავიდ ლუისი სამშობლოს სახელით ოლიმპიადაზე გამოვლენ.

დუნგა კოპა ამერიკაზე შემდეგ 23 მოთამაშეს დაეყრდნობა:

მეკარეები: ალისონი (“ინტერნასიონალი”), დიეგო ალვეში (“ვალენსია”), ედერსონი (“ბენფიკა”);
მცველები: მირანდა (“ინტერი”), ჟილი (“შენდონგ ლუნენგი”), მარკინიოსი (“პარის სენ-ჟერმენი”), როდრიგო კაიო (“სან-პაოლო”), დანი ალვეში (“ბარსელონა”), ფელიპე ლუისი (“ატლეტიკო”), დუგლას სანტოსი (“ატლეტიკო მინეირო”), ფაბინიო (“მონაკო”);
ნახევარმცველები: ლუის გუსტავო (“ვოლფსბურგი”), ელიასი (“კორინთიანსი”), რენატო აუგუსტო (“ბეიჟინგ გუანი”), ლუკას ლიმა (“სანტოსი”), კოუტინიო (“ლივერპული”), კასემირო (“რეალი”), ვილიანი (“ჩელსი”), რაფინია (“ბარსელონა”);
თავდამსხმელები: დუგლას კოშტა (“ბაიერნი”), გაბიგოლი, რიკარდო ოლივეირა (ორივე “სანტოსი”), ჰალკი (“ზენიტი”).

0.124652