ფეხბურთი

16:17 | 4.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” ვარანში 40 მილიონს იხდის

“ბაიერნი” “რეალის” 23 წლის ფრანგი მცველით, რაფაელ ვარანით დაინტერესდა. Le Parisien-ის ცნობით, გერმანული კლუბი მზადაა ესპანელებს ვარანის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზოს. წყაროს ცნობით, მიუნხენელთა მომავალი მწვრთნელისთვის, კარლო ანჩელოტისთვის ვარანის შეძენა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ვარანმა კარიერა 2010 წელს “ლენსში” დაიწყო. 2011 წლიდან მცველი “სამეფო კლუბის” ღირსებას იცავს.

გავრცელებული ინფორმაციით, “ბაიერნი” “დორტმუნდის” ცენტრალური მცველის მატს ჰუმელსის გადაბირებასაც აპირებს და მიუნხენში გადაბარგების სურვილს არც თავად ფეხბურთელი მალავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121209