ფეხბურთი

17:05 | 3.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძე - დიდი ალბათობით, "ხიმნასტიკში"

თბილისის "დინამოს" მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე დიდი ალბათობით, ესპანურ "ხიმნასტიკში" გადავა. 20 წლის კაკაბაძე ახალ თაობაში ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მცველია, ყველა ასაკობრივი ნაკრები გამოიარა, შარშან კი ეროვნულ ნაკრებშიც დააწინაურეს.

"ხიმნასტიკს" რაც შეეხება, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მესამე ადგილზეა და შესაძლოა, მომდევნო სეზონი პრიმერა დივიზიონში დაიწყოს. კატალონიური კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ქართველი გიორგი აბურჯანიაა, რომელიც კაკაბაძესთან ერთად თამაშობდა ყველა ასაკობრივ ნაკრებში.

გიორგი იმერლიშვილი

0.153297