ფეხბურთი

22:48 | 28.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა, გრიზმანი, პოგბა და პაიე საუკეთესოობისთვის იბრძოლებენ

საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია უცხოეთში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელს პირველად დაასახელებს. აღნიშნული ინფორმაცია ორგანიზაციის ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

აღნიშნულ ტიტულზე კონკურენციას ერთმანეთს ქარიმ ბენზემა ("რეალი"), პოლ პოგბა ("იუვენტუსი"), ანტუან გრიზმანი ("ატლეტიკო") და დიმიტრი პაიე ("ვესტ ჰემი") გაუწევენ.

0.105666