ფეხბურთი

1:58 | 25.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"გლადბახი" ლიგისკენ იწევს, "აინტრახტს" იმედი გაუჩნდა

გერმანიის ბუნდესლიგაში XXXI ტურის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა, როგორც გასავარდნ, ისე ჩემპიონთა ლიგის ზონაში. მოკლედ, “გლადბახმა” მოიგო და მეოთხე ადგილს დაუახლოვდა, ხოლო “აინტრახტმა” “მაინცის” ძელვით ბუნდესლიგის დარჩენის შანსი შინარჩუნა.

ბერლინის “ჰერტა” ბოლო დროს საშინელ ფორმაშია და ამის ფონზე გასაკვირი არ იქნება თუ გაისად ლიგაზე არა ბერლინელები არამედ სხვა გუნდი ითამაშებს. ეს კი ყველაზე მეტად “გლადბახზე” ითქმის, რომელმაც 31-ე ტურში დამაჯერებლად იმარჯვა და “ჰერტას” უკვე კინკილა ქულით ჩამორჩება. ანდრე შუბერტის გუნდის მთავარი პრობლემა ზოგადად, სტაბილურად თამაშია, თორემ ახლა უფრო მაღალ ადგილზე იქნებოდა. “ბორუსიელებმა” გადარჩენისთვის მებრძოლ “ჰოფენჰაიმს” ადვილად აჯობეს – 3:1. ყველაფერი პირველ ტაიმში გაირკვა, როდესაც მასპინძლებმა ორბურთიანი უპირატესობა ირგუნეს.

ტურის დასკვნით მატჩში კი, უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპვა ფრანკფურტის “აინტრახტმა”. ნიკო კოვაჩის გუნდი შინ “მაინცთან” აგებდა, მაგრამ მცირე სასწაული მოახდინა და მერე ორი უპასუხო გოლი შეაგდო. ამ მოგების წყალობით “აინტრახტს” გადარჩენის შანსი გაუჩნდა და იქნებ დარჩენილ სამ ტურში, გამოიყენოს კიდეც. სამაგიეროდ, “მაინცი” უკვე მიჯრით მეორე ტურია უქულოდ რჩება. არადა, ხსენებულ ორივე მატჩში მაინცელები იგებდნენ, მაგრამ ორივე ჯერზე წააგეს. ამის ფონზე, შმიდტის გუნდი ნელ-ნელა ლიგის ზონას დასცილდა. თუმცა, ყველაფერი მათივე ბრალია. ეს 6 ქულა რომ არ გაენიავებინათ, ახლა მეოთხე პოზიციაზე იქნებოდნენ “ჰერტას” ნაცვლად...

“გლადბახი” – “ჰოფენჰაიმი” 3:1 (2:0)

გლადბახი, “ბორუსია პარკი”

მაყურებელი: 53 144

“გლადბახი” (3-4-3): სომერი; ელვედი, კრისტენსენი, ნორდვეიტი; ტრაორე (ჯონსონი 81), დაჰუდი. ქსაკა, ვენდტი; აზარი (ჰერმანი 84), ჰანი, რაფაელი (ჰოფმანი 88)

მწვრთნელი: შუბერტი

“ჰოფენჰაიმი” (3-1-4-2): ბაუმანი; შარი, სულე, სტრობლი; პოლანსკი (შვეგლერი 62); უტი (ვარგასი 67), რუდი, ამირი (ოხსი 76), ტოლიანი; კრამარიჩი, ვოლანდი

მწვრთნელი: ნაგელსმანი

გოლები: 1:0 ტოლიანი (7, ა.გ), 2:0 დაჰუდი (45), 2:1 კრამარიჩი (54), 3:1 ჰანი (61)

გაფრთხილება: ნორდვეიტი (70) – რუდი (20), პოლანსკი (40)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 24 (11) – 14 (8) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 12:3 თამაშგარე: 7:1

მსაჯი: ჰარტმანი

“აინტრახტი” – “მაინცი” 2:1 (1:1)

ფრანკფურტი, “კომერცბანკ არენა”

მაყურებელი: 53 144

“აინტრახტი” (4-2-3-1): ჰრადეცკი; რეგასელი, აბრაჰამი, რუსი, ოცზიპკა; ჰასებე, ჰუსჟტი, აიგნერი, გაჩინოვიჩი, ბენ ჰატირა; სეფეროვიჩი

მწვრთნელი: კოვაჩი

“მაინცი” (4-2-3-1): კარიუსი; ბროსინსკი, ბელი, ბალოგუნი, დონატი; ბაუმგალტინგერი, სერდარი; დე ბლასისი, მალი, სამპეირო; კორდობა

მწვრთნელი: შმიდტი

გოლები: 0:1 ბროსინსკი (18), 1:1 რუსი (28), 2:1 ბელი (84, ა.გ)

გაფრთხილება: რუსი (17), ბენ ჰატირა (44). ჰუსჟტი (52), ძამბრანო (89) – ბროსინსკი (27), ბაუმგალტიგერი (36), დონატი (45), კორდობა (60)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 7 (4) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 1:5

მსაჯი: ცვაიერი

0.415491