ფეხბურთი

18:44 | 23.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

გოგუას მორიგი საგოლე, ცხადაძის 3:0 მოგება

ყაზახეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში გოგიტა გოგუას "ირტიშმა" შინ 2:2 დაასრულა მატჩი "ასტანასთან". გოგუა საგოლე პასით გამოირჩა. მისი გუნდი მეორე ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება სწორედ ლიდერ "ასტანას".

კახა ცხადაძის გაწვრთნილმა "ქაირათმა" კი 3:0 სძლია "აქტობეს" და მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. "აქტობე" ქართველებს ცუდად გვახსენდება, სამჯერ შეხვდა ქართულ კლუბებს ევროტურნირებზე და სამივეჯერ გამოთიშა: "ოლიმპი", "ტორპედო" და "დინამო". ცხადაძის გუნდიდან გოლები ცნობილმა ფეხბურთელებმაც გაიტანეს - ანდრეი არშავინმა და ანატოლი ტიმოშჩუკმაც.

რუსულ პრემიერლიგაში "კრილიამ" შინ 1:1 ითამაშა "ურალთან". გიორგი ლორია ურიგოდ არ გამოიყურებოდა, გოლიც მისი ბრალი არ ყოფილა. "კრილია" მეათე ადგილზეა.

უკრაინაში "კარპატიმ" 3:0 აჯობა "ჰოვერლას" და მეშვიდეზეა. ლვოველთა შემადგენლობაში ბოლო 12 წუთი ითამაშა ბუბა დაუშვილმა, რომლის თამაშში მონაწილეობა სათუო იყო მცირე ტრავმის გამო.

0.108314