ფეხბურთი

11:28 | 23.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანია: “კოჭში ტკივილები ისევ მაქვს”

საქართველოს ნაკრებისა და ტარაგონას “ხიმნასტიკის” ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია კოჭის ტრავმას ჯერ კიდევ მკურნალობს. როგორც მან worldsport.ge-ს უთხრა, ვარჯიში დაწყებული აქვს, მაგრამ კოჭში ტკივილებს ისევ გრძნობს.

“მკურნალობის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. პრობლემა ისაა, რომ ყოველი ვარჯიშის მერე კოჭი მისივდება, ე.ი. ტრავმა მოშუშებული სრულად ჯერ კიდევ არაა. დღეს, განაცხადში ვიქნები, მაგრამ არმგონია, რომ ვითამაშო, რადგან გუნდთან ერთად სრულად ჯერ ვერ ვვარჯიშობ”, - გვითხრა გიორგიმ.

აბურჯანიამ, რომელიც კატალონურ გუნდში მიმდინარე წლის იანვრიდან თამაშობს, ბოლოს მოედანზე 10 აპრილს იყო “ჰუესკასთან” (0:2) მატჩში და მას შემდგომ ტრავმას მკურნალობს. დღეს, “ნასტიკი” აუტსაიდერ “ლაგოსტერას” სტუმრად ეთამაშება. ტარაგონელთათვის აღნიშნულ შეხვედრას დიდი მნიშვენლობა აქვს, რადგან გუნდს პრიმერაში გადასვლის რეალური შანსი გააჩნია – დღეისათვის ისინი მეოთხე ადგილზე იმყოფებიან.

რაც შეეხება თვითონ აბურჯანიას, მან დღემდე “ხიმნასტიკის” ღირსება 10 მატჩში დაიცვა და გოლთან ერთად გუნდს ორი საგოლე პასით შეეწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11298