ფეხბურთი

23:38 | 22.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბენ არფას მსურველებს “ჩელსი” შეუერთდა

ლონდონის “ჩელსი” “ნიცას” 29 წლის შემტევით ჰატემ ბენ არფათი დაინტერესდა, აღნიშნულ ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს. წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბი ფრანგი ფეხბურთელის შეძენას ზაფხულში აპირებს.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბენ არფას გადაბირებას პსჟ, “ლივერპული”, “მილანი” და “ატლეტიკოც” შეეცდებიან.

ჰატემი “ნიცას” ღირსებას” 2015 წლიდან იცავს. კლუბის მაისურით ჩატარებულ 30 მატჩში მის ანგარიშზე 16 გატანილი გოლი ირიცხება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11771