ფეხბურთი

20:26 | 21.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "ყველაფერი კარგადაა"

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კრიშიანუ რონალდუმ "ვილიარეალთან" მოგებულ მატჩში (3:0) ბარძაყის ტრავმა მიიღო.

21 აპრილს 31 წლის ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა. აღნიშნული ინფორმაცია რონალდუმ გულშემატკივრებს ინსტაგრამის მეშვეობით აუწყა: "ყველაფერი კარგადაა. მადლობა მხარდაჭერისთვის"

მიმდინარე სეზონში რონალდუმ 43 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 47 გოლი და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116682