ფეხბურთი

11:50 | 21.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტორესის პირადი რეკორდი

ფერნანდო ტორესმა პირადი რეკორდი დაამყარა. ესპანელმა თავდამსხმელმა გუშინ, ბილბაოს “ატლეტიკს” გამარჯვების გოლი გაუტანა, ეს კი მისთვის ზედიზედ მეხუთე თამაში გახლდათ, რომელშიც თავი გამოიჩინა. მიჯრით 5 მატჩში “ელ ნინიოს” აქამდე გოლი არ გაუტანია და ამის გაკეთება კარიერაში პირველად მოახერხა.

ტორესის შედეგიანი სერია “ბეტისთან” დაიწყო, მერე ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონასთან” გაგრძელდა, რასაც “ესპანიოლის”, “გრანადასა” და “ბილბაოს” კარში გატანილი გოლები მოჰყვა.

მიმდინარე სეზონს ტორესი საკმაოდ კარგად ატარებს და როგორც ჩანს, “ჩელსისა” და “მილანში” გატარებული შავი პერიოდი წარსულს ჩააბარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112302