ფეხბურთი

11:45 | 20.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ზლატანის გოლით თასის ფინალში გავიდა (+VIDEO)

საფრანგეთის თასის ნახევარფინალურ მატჩში პსჟ-მ "ლორიენი" სტუმრად 1:0 (VIDEO) დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. ერთადერთი გოლი 75-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ანხელ დი მარის გადაცემის შემდეგ გაიტანა.

მეორე ნახევარფინალურ მატჩში ლიგა 2-ის გუნდი "სოშო" შინ "მარსელს" მიიღებს. შეხვედრა 20 აპრილს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

"პარი სენ ჟერმენი" თასის მოქმედი ჩემპიონია. გასულ სეზონში ლორან ბლანის შეგირდებმა გადამწყვეტ მატჩში "ოსერი" 1:0 დაამარცხეს.

Loading...
სტატისტიკა
0.258033