ფეხბურთი

11:30 | 20.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" თასის ფინალშია (+VIDEO)

მიუნხენის "ბაიერნმა" ბრემენის "ვერდერი" "ალიანს არენაზე" 2:0 (VIDEO) დაამარცხა და გერმანიის თასის ფინალის საგზური მოიპოვა. ნახევარფინალში "რეკორდმაისტერებმა" თომას მიულერის დუბლის წყალობით იმარჯვეს.

თასის მეორე შეხვედრაში "ჰერტა" შინ "დორტმუნდს" უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

"ბაიერნი" თასის გამარჯვებული სარეკორდოდ 17-ჯერ გამხდარა. გასულ სეზონის ნახევარფინალში მიუნხენელები "დორტმუნდთან" დამარცხდნენ, 2012/13 და 2013/14 წლების სეზონში კი ორჯერ ზედიზედ იმარჯვეს.

0.161313