ჭადრაკი

22:17 | 19.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმი ქალთა გრან პრის მოლოდინშია

საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქი ბათუმი დიდი საჭადრაკო ბატალიების მოლოდინშია. დღეს, სასტუმრო “ინტურისტში” მსოფლიოს ქალთა გრან პრის გათამაშების მესამე ეტაპის საზეიმო გახსნა ჩატარდა, ხვალიდან კი უშუალოდ პარტიებიც აიღებს სტარტს.

შეჯიბრში 12 უძლიერესი მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას. მათ შორის: 2 მსოფლიოს ექს-ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიპიადების, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატების და კონტინენტალური ჩემპიონატების გამარჯვებულები.

ასპარეზობის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული 10 000 იღებს. პირველად, გრან პრის ეტაპების ისტორიაში, პირველობისათვის ერთბაშად 4 ქართველი იბრძოლებს: ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი და ნინო ბაციაშვილი.

პირველი ტური 20 აპრილის 15:00 საათზე დაიწყება, ხოლო დასკვნითი მე-11 ტური 2 მაისს გაიმართება. საწყის ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:

ლელა ჯავახიშვილი (საქართველო, 2489) – ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2557)

ბელა ხოტენაშვილი (საქართველო, 2493) – ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2535)

ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2555) – მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2561)

ალმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი, 2453) – ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2445)

ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2497) – ოლგა გირია (რუსეთი, 2442)

ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2504) – ნინო ბაციაშვილი (საქართველო, 2476)

0.116649