ფეხბურთი

21:58 | 17.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

დრამა მაინცში და გონს მოსული "დორტმუნდი" (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის XXX ტური დრამატულად დასრულდა. საქმე ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი “მაინცი” სახლში უმოტივაციო “კიოლნს” ორბურთიანი სხვაობით უგებდა, მაგრამ საბოლოოდ უქულოდ დარჩა.

მარტინ შმიდტის გუნდი წელსაც მართლაც ჩინებულ სეზონს ატარებს და მიუნხენში “ბაიერნიც” ჰყავს დამარცხებული. თუმცა, დღეს “მაინცმა” “კიოლნს” “კოფეის არენაზე” ვერაფერი დააკლო. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებმა თამაში წაიყვანეს, სრულ უპირატესობასაც ფლობდნენ და 2:0-საც იგებდნენ... მერე შმიდტის გუნდი მოეშვა, ეტყობა საქმე მოთავებულად ჩათვალა და დაისაჯა. “თხებმა” მეტოქის ორ გოლს სამით უპასუხეს და შინ გამარჯვებულნი დაბრუნდნენ. არადა, პეტერ სტოგერის “კიოლნს” ეს სამი ქულა მაინცდამაინც არაფერში სჭირდებოდა – “კიოლნი” არც ვარდება და ვერც ევროსაგზურისთვის იბრძვის. “მაინცს” კი მოგების შემთხვევაში შეეძლო, მეოთხე ადგილოსან “ჰერტასთან” ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეემცირებინა, მაგრამ ბოძებული შანსი დრამატულად გაანიავა. ვინ იცის, დღეს დააკრგული 3 ქულა მაინცელებს სად გამოადგებოდათ...

ამ თამაშით ტური დასრულდა, მანამდე კი დორტმუნდის “ბორუსიამ” ლივერპულში გატანილი კოშმარის შემდეგ ჯავრი “ჰამბურგზე” იყარა და ცალი ფეხით მოუგო. მიუხედავად იმისა, რომ ტომას ტუხელმა მთელი რიგი წამყვანი ფეხბურთელები დაასვენა, მათ შორის მარკო როისი და პიერ-ემერიკ ობამეიანგი, “ყვითლებს” თავიანთი უპირატესობა მეტოქესთან შედარებით ეჭვქვეშ წამითაც არ დაუყენებიათ. მატჩის გმირი კი ობამეიანგის შემცვლელი ადრიან რამოსი გახდა – კოლუმბიელმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა. “დორტმუნდს” ბუნდესლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე “ვერცხლის სინის” მცირე, მაგრამ შანსი ისევ შერჩენილი აქვს. “ბაიერნთან” ჩამორჩენა 7 ქულას შეადგენს.

“დორტმუნდი” – “ჰამბურგი” 3:0 (2:0) (მიმოხილვა)

დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

მაყურებელი: 81 359

“დორტმუნდი” (4-2-3-1): ბურკი; პასლაკი, ბენდერი, ჰუმელსი, გინტერი (შმელცერი 75); გუნდოგანი (ლეიტნერი 65), საჰინი; პულიშიჩი, კაგავა, კასტრო (ობამეიანგი 75); რამოსი

მწვრთნელი: ტუხელი

“ჰამბურგი” (4-2-3-1): ადლერი; საკაი, კლებერი, სპაჰიჩი, ოსტრზელოკი; ეკდალი, კაჩარი (დრობნი 54); მიულერი (გრეგორიტში 67), ჰოლტბი, ილიჩევიჩი; ლასოგა (შიპლოკი 35)

მწვრთნელი: ლაბადია

გოლები: 1:0 პულისიჩი (38), 2:0 რამოსი (44), 3:0 რამოსი (86)

გაძევება: ადლერი (52)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (5) – 5 (1) ბურთის ფლობა: 68%-32% კუთხურები: 10:0 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ფრიტცი

“მაინცი” – “კიოლნი” 2:3 (1:0) (მიმოხილვა)

მაინცი, “კოფეის არენა”

მაყურებელი: 22 000

“მაინცი” (4-2-3-1): კარიუსი; ბროსინსკი, ბელი, ბალოგუნი, დონატი (ონისივკო 85); ბაუმგალტინგერი, ლატცა (ფრეი 51); კლემენსი (დე ბლასისი 80), მალი, სამპეირო; კორდობა

მწვრთნელი: შმიდტი

“კიოლნი” (3-4-3): ჰორნი; მაროჰი, მავრაი, ჰეინტცი (ოსაკო 60); რისე, ლემანი, ჰექტორი, მლადენოვიჩი; ზოლერი (ჯოჯიჩი 60), მოდესტე, გერჰარტი (ვოგტი 86)

მწვრთნელი: სტოგერი

გოლები: 1:0 კორდობა (8), 2:0 ბალოგუნი (49), 2:1 რისე (64), 2:2 ჯოჯიჩი (74), მოდესტე (83)

გაფრთხილება: დონატი (67) - მავრაი (48), გერჰარტი (79)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (7) – 12 (4) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 6:7 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: სიპელი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116692