ფეხბურთი

20:21 | 17.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

გოლები ყაზახეთსა და კვიპროსზე, აბურჯანიას კოჭის ტრავმა

გოგიტა გოგუამ მორიგი გოლი გაიტანა ყაზახეთის ჩემპიონატში. მისმა “ირტიშმა” მეექვსე ტურში ფრედ ითამაშა სტუმრად “აქტობესთან” (1:1). გოგუამ 22-ე წუთზე პენალტით გახსნა ანგარიში და აქტობელებმა ბოლოს პენალტითვე გაათანაბრეს. გოგუა მეორე ტაიმის შუაში შეცვალეს.

გოგიტას “ირტიშს” აქამდე ხუთ ტურში ხუთი მოგება ჰქონდა და პირველად დაკარგა ქულები, თუმცა ლიდერად დარჩა.

ყაზახეთშივე, კახა ცხადაძის “ქაირათმა” სტუმრად 0;1 წააგო “ორდაბასისთან” და მეცხრე საფეხურზეა. ცხადაძემ მესამე მატჩში გაწვრთნა ალმათელები და შედეგი ასეთი აქვს: თითო მოგება, ფრე და წაგება.

კვიპროსზე ”ეთნიკოსმა” შინ აელ ლიმასოლს 2:0 მოუგო. პირველი გოლი, მე-40 წუთზე ელგუჯა გრიგალაშვილმა გაიტანა. ელგუჯა და მისი ძმა შოთაც სასტარტოში იყვნენ, მეორე ტაიმში კი ორივე შეცვალეს. რაც შეეხება “ეთნიკოსის” კიდევ ერთ ქართველს, რევაზ ბარაბაძე სათადარიგო იყო.

“ეთნიკოსი” მაინც ბოლო ადგილზეა და ერთი ქულით ჩამორჩება ლევან ხმალაძის “პაფოსს”, რომელმაც 1:3 წააგო “დოქსასთან” ხმალაძე სასტარტოში იყო და მე-12 წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. კვიპროსული ლიგიდან ერტი გუნდი ვარდება და ეს ან “პაფოსი” იქნება, ან “ეთნიკოსი”.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში “ხიმნასტიკმა” შინ 0:0 ითამაშა “ოვიედოსთან” და ხუთეულში დარჩა, თუმცა ოდნავ შეიმცირა პრიმერაში პირდაპირ მოხვედრის შანსი. საკმაოდ დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობს. გიორგი აბურჯანია “ხიმნასტიკის” განაცხადში არ იყო, რადგან ტრავმა აქვს. კოჭი აქვს გასიებული და ჯერჯერობით, დასვენება და გარკვეული პროცედურები სჭირდება.

“საშიში არაა, კოჭის მყესია ოდნავ დაზიანებული” – გვითხრა აბურჯანიამ.

უკრაინაში ბუბა დაუშვილის “კარპატიმ” სტუმრად ‘ვოლინთან” 0:0 ითამაშა და მერვე ადგილზეა. დაუშვილი სასტარტოში იყო და მეორე ტაიმის შუაში შეცვალეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111171