ფეხბურთი

1:20 | 16.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ჰანოვერი" გაცოცხლდა

გერმანიის ბუნდესლიგის XXX ტურში “ჰანოვერმა” მოიგო. როგორც ჩანს ამ გუნდზე ტომას შააფის წასვლამ კარგად იმოქმედა, რადგან 6 თამაშიანი მოუგებელი სერია (5 წაგება) დაასრულა. ხოლო ახალი მთავარი მწვრთნელის დანიელ სტენდელის ხელმძღვანელობით ორ ტურში ოთხი ქულა დააგროვა.

“ჰანოვერმა” 27 თებერვლის მერე პირველ გამარჯვებას ამბიციურ “გლადბახთან” შინ მიაღწია. მასპინძლებმა ორივე გოლი მეორე ტაიმში შეაგდეს და თავიანთ გულშემატკივრებს მცირე, მაგრამ მაინც იმედი ჩაუსახეს. მიუხედავად მოგებისა, “ჰანოვერი” უიმედოდ ისევ ბოლო ადგილზეა 21 ქულით და სასწაული უნდა მოხდეს II ბუნდესლიგაში რომ არ გავარდეს.

“გლადბახმა” კი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, შესაძლოა ოქროს ქულები გაანიავა. დიახ, ანდრე შუბერტის გუნდმა ბოლო ორ მატჩში წააგო და ისევ მეხუთეა, მაგრამ კონკურენტებს შაბათს სათამაშო აქვთ. მოკლედ, “გლადბახს” გონზე მოსვლა დროულად მართებს, წინააღმდგე შემთხვევაში გაისად ლიგის გარეშე მოუწევს დარჩენა.

“ჰანოვერი” – “გლადბახი” 2:0 (0:0)

ჰანოვერი, “HDI არენა

მაყურებელი: 46 196

“ჰანოვერი” (4-2-3-1): ცილერი; საკაი, მილოშევიჩი, სანე, ალბორნოზი; ანტონი (ჰოფმანი 88), შმიედებახი; სარენრენ-ბაზეე (სულეიმანი 77), კიოტაკე, კარამანი; სობიეხი (სჟალაი 83)

მწვრთნელი: სტენდელი

“გლადბახი” (3-4-1-2): სომერი; ელვედი (ჰანი 83), კრისტენსენი, შტრანცლი; ჯონსონი, დაჰუდი (ტრაორე 54), ნორდვეიტი, ვენდტი; სტინდლი; აზარი (ჰერმანი 54), რაფაელი

მწვრთნელი: შუბერტი

გოლები: 1:0 ანტონი (49), 2:0 სობიეხი (60)

გაფრთხილება: სანე (45), შმიედებახი (56)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (8) – 8 (2) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 5:4

მსაჯი: შმიდტი

თეგებიბუნდესლიგა
0.131776