ფეხბურთი

22:32 | 14.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

იტალიაში ვიდეო გამეორებას გამოიყენებენ

როგორც იტალიის ფეხბურთის ფედერაცია იუწყება, მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში იტალიაში ოფიციალურ მატჩებში ვიდეო გამეორებას გამოიყენებენ. საერთაშორისო ფეხბურთის ასოციაციის საბჭომ ვიდეო გამეორების ტესტირება მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში გადაწყვიტა და ქვეყნების სიაში იტალიაც მოხვდა.

"იტალიის ფედერაცია სხვა ფედერაციებთან ერთად არჩეული იქნა, სადაც დაიტესტება ვიდეო გამეორების სისტემა. 8 აპრილს შეხვედრა შედგა ლონდონში, სადაც ახალი წესების შესახებ ფედერაციებს ინფორმაცია მიეწოდათ." - ნათქვამია იტალიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

კარლო ტავეკიო იტალიის ჩემპიონატის უმაღლესი და ქვედა ლიგის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა და გააცნო თუ რა ტექნიკური აღჭურვილობაა საჭირო ვიდეო გამეორებისთვის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111356