ფეხბურთი

11:37 | 14.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე “ბარსას” წინააღმდეგ: ორი მოგება 17 მატჩში

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელის დიეგო სიმეონეს თქმით, იგი ჯერ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზე არ ფიქრობს და ახლა მისი გუნდისთვის მთავარი “გრანდასთან” თამაშია დამდეგ უიქ-ენდზე.

“კმაყოფილი ვარ იმით, რაც ბიჭებმა უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ აჩვენეს. პირველი და საპასუხო მატჩიც ძალიან რთული და ჩაკეტილი იყო. მინდა კომპლიმენტი ვუთხრა “ბარსელონას”, რომელსაც ჩვენი გასვლა არ ესიამოვნა.

ჩვენ გვჯერა, რომ მუშაობა ყოველთვის უკეთეს შედეგს მოიტანს. ახლა მთავარია დავშვიდდეთ და ვიფიქროთ შემდეგ თამაშზე, ლა ლიგაში, რომელსაც “გრანდასთან” გავმართავთ. ჩვენ უდიდესი გულები გვაქვს”, - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა..

აღსანიშნავია, რომ დიეგო სიმეონემ თავისი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში “ბარსელონას” მეორედ მოუგო (17 შეხვედრიდან) და ორჯერვე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, ორჯერვე მომდევნო ეტაპზე “ატლეტიკო” გავიდა – 2014 წელს, 1:0 და გუშინ, 2:0.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11769