ფეხბურთი

20:00 | 13.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

გოგუა – ისევ გოლი და მოგება

გოგიტა გოგუამ კვლავ გაიტანა ყაზახური “ირტიშის” მაისურით. 5 ტურია გასული, “ირტიშმა” ხუთივე მოიგო და გოლი არ გაუშვია, გოგიტას კი 2 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს აქტივში. “ორდაბასისთან” 2:0 მოგებულ შეხვედრაში გოგუამ 73-ე წუთზე პენალტი გაიტანა. მან 80 წუთი ითამაშა.

ვერ მოიგო კახა ცხადაძის “ქაირათმა”, რომელიც შინ 0:0-ზე გაეყარა ყარაგანდის “შახტიორს” და 12-გუნდიან ჩემპიონატში მერვე პოზიციაზეა. ცხადაძის გუნდმა ბოლო 15 წუთი 10 კაცით ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121188