ფეხბურთი

15:23 | 13.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

დიდი ალბათობით, ძალამიძე “რიზესფორს” დატოვებს

სავარაუდოდ, ნიკა ძალამიძე სეზონის ბოლოს დატოვებს თურქულ “რიზესფორს”, სადაც ვერა და ვერ აეწყო კარიერა. ძალამიძე სათამაშო პრაქტიკის გარეშეა, ძალიან იშვიათად ენდობიან და ისიც ბოლო წუთებზე. არადა, თურქებმა დიდი იმედით მიიწვიეს ქართველი და 2019 წლამდეც კი გაუფორმეს კონტრაქტი.

პოლონური პრესის ცნობით, “რიზესფორის” წარმომადგენლები პოლონურ კლუბებთან მომუშავე აგენტებს დაკავშირებიან ძალამიძის საკითხზე.

იანვარში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ნიკა პოლონურ “პოგონს” სურდა, თუმცა მას შემდეგ საუბარი შეწყდა. ძალამიძემ კარგი სახელი დატოვა პოლონეთში, “ვიძევსა” და “იაგელონიაში” ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ, ასე რომ, წესით კლუბის მოძებნა არ უნდა გაუჭირდეს. ვნახოთ, რა მოხდება სეზონის ბოლოს.

0.142322