ფეხბურთი

14:29 | 13.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

რამოსმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა "ვოლფსბურგთან" მოგებული (3:0) ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ ინსტაგრამის მეშვეობით გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ ეს შევძელით. ყველაფერი თქვენთვის და კლუბის ემბლემისთვის გავაკეთეთ, რადგან ეს უნდა გაგვეკეთებინა. მადლობა თქვენ!" - განაცხადა ესპანელმა.

"სამეფო გუნდმა" ორი მატჩის ჯამში "მგლები" 3:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123471