ფეხბურთი

13:30 | 13.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰეკინგი: “მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ერთი მატჩის კარგად თამაში საკმარისი არაა”

გერმანული “ვოლფსბურგის” მთავარი მწვრთნელი დიტერ ჰეკინგი მადრიდის “რეალთან” მარცხის (0:3) მერე გულდაწყვეტილი გახლდათ. მისი თქმით, მის გუნდს შეეძლო ისტორიული შედეგი ეჩვენებინა, მაგრამ “მგლებმა” მადრიდში ცუდად ითამაშეს.

“ძალიან დასანანია, რომ თამაში, რომელშიც 0:3 დავმარცხდით, ორი გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გავუშვით. ეპიზოდებს შეეძლოთ ისტორიულ შედეგამდე მივეყვანეთ და ნახევარფინალში გავსულიყავით. თუმცა, თუ მომდევნო ეტაპზე გასვლა გინდა, მაშინ ორი თამაში მაღალ დონეზე უნდა ჩაატარო, ერთი არ კმარა. ძალიან დამწუხრებულები ვართ, რომ ასეთი შანსი ვერ გამოვიყენეთ”, - განაცხადა ჰეკინგმა.

შეგახსენებთ, “ვოლფსბურგი” წლეულს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში პირველად თამაშობდა და ერთი ეტაპი გადალახა კიდეც, თუმცა “რეალთან” ორბურთიანი ფორა ვერ შეინარჩუნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116055