სხვა

23:55 | 11.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

შამილიშვილის პირადი რეკორდი

ფორდეში (ნორვეგია) გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში. 62 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსება რამინ შამილიშვილმა დაიცვა.

ატაცში შამილიშვილმა 123 კილოგრამით პირადი რეკორდი დაამყარა, მაგრამ ნაკლებად წარმატებული იყო აკვრაში (142) და საბოლოოდ, ჯამში 265 კილოგრამით, მეცხრე ადგილზე გავიდა.

ჩემპიონი გახდა თურქი ჰურსით ათაქი 296 (126+170). მეორე ადგილზე რუსი ფელიქს ხალიბეკოვი გავიდა – 289 (133+156), მესამეზე – ბულგარელი ვლადიმირ მარინოვ ურუმოვი 288 (129+159).

კახი კახიაშვილი (საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): „მშვენივრად დავიწყეთ საღამო, დავამყარეთ პირადი რეკორდი ატაცში, მაგრამ არადამაკმაყოფილებელი იყო გამოსვლა აკვრაში. ჩვენმა სპორტსმენმა პირადი რეკორდი დაამყარა და მინდა, წინსვლა ვუსურვო“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112519