რაგბი

23:11 | 10.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰონკონგში ფიჯიმ მოიგო

ფიჯის 7-კაცა ნაკრებმა მიმდინარე მსოფლო სერიაზე მესამე ეტაპი მოიგო და ჯამში შვიდი ეტაპის შემდეგ, საერთო ჩათვლას ლიდერობს.

ჰონკონგში, გადამწყვეტ მატჩში, „მფრინავები“ ფინალში უახლოეს მდევარ ახალ ზელანდიას შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში 21:7 დაამარცხეს. პირველ ტაიმში ორივე გუნდმა უამრავი შეცდომა დაუშვა, თითო გარდასახული ლელო გაიტანა და 10 წუთი ისე მიილია, ანგარიში 7:7 იყო. მეორე ტაიმის შუაში ფიჯელები ტალიგას ლელოთი დაწინაურდნენ, სულ ბოლო მესამედ აიღეს „ოლ ბლექსის“ ჩათვლის მოედანი და საერთო ჩათვლაში 5 ქულით დაწინაურდნენ.

მანამდე, ნახევარფინალში, ფიჯიმ ავსტრალია 34:5 დაამარცხა, აქ ერთი ლელო 30 წლის ისეა კოლინისაუმ დადო და ჯამში მსოფლიო სერიებზე გატანილი ლელოების რაოდენობა 100-მდე დაამრგვალა. თავის მხრივ, ზელანდიელებმა ნახევარფინალში სამხრეთ აფრიკას, ბოლო წუთზე დადებული ლელოთი 12:7 აჯობეს, ხოლო მესამე ადგილი აფრიკელებმა დაიკავეს. ისინი ავსტრალიას 6 წუთის შემდეგ 14:0 უგებდნენ, მერე ორი ლელო თავადაც გაუშვეს, მაგრამ ერთი გარდასახვა არაზუსტი იყო. ბოლოსწინა წუთზე სტენარდს ჯარიმაც გაუფუჭდა და ჰონკონგში მოწინავე ოთხეულს შორის ადგილები ზუსტად ისე გადანაწილდა, როგორც საერთო ჩათვლაში არიან განაწილებული.

2015/2016 წლების 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერია

VII ეტაპი. ჰონკონგი. პლეი ოფი. 10 აპრილი

მეოთხედფინალები

IX-XVI ადგილებისთვის

საფრანგეთი - სამხრეთ კორეა 45:0

არგენტინა - რუსეთი 22:0

კანადა - სამოა 10:19

შოტლანდია - პორტუგალია 5:0

თასის მეოთხედფინალები

ახალი ზელანდია - უელსი 19:7

აშშ - სამხრეთ აფრიკა 0:28

ფიჯი - კენია 12:10

ინგლისი - ავსტრალია 5:14

ნახევარფინალები XIII-XVI ადგილებისთვის

სამხრეთ კორეა - რუსეთი 7:29

კანადა - პორტუგალია 19:5

ნახევარფინალები IX-XII ადგილებისთვის

საფრანგეთი - არგენტინა 7:14

სამოა - შოტლანდია 14:19

ნახევარფინალები V-VIII ადგილებისთვის

უელსი - აშშ 0:27

კენია - ინგლისი 0:33

თასის ნახევარფინალები

ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 12:7

ფიჯი - ავსტრალია 34:5

XIII ადგილისთვის

რუსეთი - კანადა 19:14

IX ადგილისთვის

არგენტინა - შოტლანდია 26:0

V ადგილისთვის

აშშ - ინგლისი 0:19

III ადგილისთვის

სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია 14:12

ფინალი

ახალი ზელანდია - ფიჯი 7:21

სერიის სატურნირო ცხრილი (შვიდი ეტაპის შემდეგ)

ფიჯი 128

ახალი ზელანდია 123

სამხრეთ აფრიკა 122

ავსტრალია 105

აშშ 88

არგენტინა 77

ინგლისი 70

კენია 63

სამოა 49

შოტლანდია 49

საფრანგეთი 48

უელსი 42

კანადა 33

იაპონია 20

რუსეთი 18

პორტუგალია 12

ბრაზილია 1

ზიმბაბვე 1

სამხრეთ კორეა 1

www.worldrugby.ge

0.114404