სხვა

22:39 | 8.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

შაბათს ნახევარფინალია

საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე ხელბურთში 2000-01 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, გაირკვა ნახევარფინალური წყვილები. შაბათს სპორტკომპლექს არენაში ითამაშებენ პეგასი-წყალტუბო, გორი-ფოთი.

ჯგუფური ეტაპის მესამე დღეს ყველაზე საინტერესო გამოდგა დასავლეთის ჩემპიონის, წყალტუბოს მატჩი აღმოსავლეთის ლიგის მეორე პრიზიორ გორთან. გორელებმა 24-21 მოიგეს და ნახევარფინალში შარშანდელ ჩემპიონ პეგასთან თამაში აირიდეს თავიდან.

საქართველოს ჩემპიონი 10 აპრილს გამოვლინდება.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. ჭაბუკები, 2000-01.

ფინალური ტურნირი. არენა, 6-10 აპრილი

8 აპრილი, არენა 2

A ჯგუფი: წყალტუბო (დას-1), გორი (აღმ-2), კახეთი, სამტრედია (დას-4)

სამტრედია (2 ქულა) -კახეთი (0) 31-22

წყალტუბო (4) -გორი (6) 21-24

B ჯგუფი: პეგასი (აღმ-1), ფოთი (დას-2), რუსთავი (აღმ-3), ბათუმი (დას-3)

რუსთავი (2) -ბათუმი (0) 24-20

პეგასი (6) - ფოთი (4) 37-21

მსაჯები: ი. ჭკუასელი, გ. წივწივაძე, გ. სამყურაშვილი, გ. სურმავა, ზ. აბრამიშვილი

დელეგატები: თ. თევზაძე, ლ. გელაშვილი

9 აპრილი, არენა 1. ნახევარფინალი

11:30 გორი-ფოთი, 12:50 პეგასი-წყალტუბო

10 აპრილი, არენა 2. ფინალი

11:00 3 ადგილისთვის, 12:20 მთავარი ფინალი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11781