სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:04 | 8.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯესი სურმავა: “მარტვილს თანამედროვე, მაღალი სტანდარტების საფეხბურთო სკოლა ექნება“
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მარტვილის საფეხბურთო სკოლის დირეტორს ჯესი სურმავას, რომელიც ამავდროულად საფეხბურთო კლუბ მარტვილის „მერანის“ ჭაბუკთა გუნდის მწვრთნელია, დიდი წვლილი მიუძღვის რაიონში ბავშვთა ფეხბურთის განვითარების კუთხით. ახალგაზრდა სპეციალისტი მრავალი სპორტული ღონისძიების ინიციატორია და აქტიურად არის ჩართული ამ საქმიანობაში. როგორც შევიტყვეთ, მარტვილში კარგი პროექტი ხორციელდება, ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ მხარდაჭერით, საფეხბურთო სკოლა აშენდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯესი სურმავას „მსოფლიო სპორტი“ დაუკავშირდა.

ჯესი სურმავა (მარტვილის საფეხბურთო სკოლის დირექტორი): „მარტვილის საფეხბურთო სკოლა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით რამდენიმე წელია მიზანმიმართულად მუშაობს მარტვილში ბავშვთა და მასობრივი ფეხბურთის განვითარების მიმართულებით. 2011 წელს, საფეხბურთო სკოლის ჩამოყალიბებისთანავე, დავისახეთ განსავითარებელი პრიორიტეტები სხვადასხვა მიმართულებით და ამ პრიორიტეტების შესაბამისად დავიწყეთ მიზანმიმართული და მრავალწლიანი განვითარება.

ინფრასრტუქტურული საკითხების მოგვარებაზე ზრუნვა 2012 წლიდან დავიწყეთ და ეტაპობრივად მოვდივართ დღემდე, კერძოდ: მარტვილის ცენტრის სიახლოვეს სოფელ სერგიეთში არსებული შენობა ნაგებობა, რომელიც იყო ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, საფეხბურთო ბაზის შექმნის მიზნით 2012 წელს სამინისტრომ უსასყიდლოდ გადმოსცა ჩვენს მუნიციპალიტეტს და ადგილობრივი სახსრებით დავიწყეთ მის მშენებლობაზე ზრუნვა. 2013 წელს მოვამზადეთ აღნიშნული შენობა ნაგებობის პროექტი, 2015 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოგვიყვეს 186 000 ლარი და პირველ ეტაპზე მოვახდინეთ მხოლოდ გადახურვის სამუშაოების შესრულება, ხოლო შენობა ნაგებობობის და მიმდებარე ტერიტორიის დარჩენილი სამუშაოები, ისევ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა 2016 წელს გაითვალისწინა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ სამუშაოების გეგმაში.

დღეის მდგომარეობით, პროექტი ჩასმულია მგფ-ის (მუნიციპალური განვითარების ფონდის) მიერ განსახორციელებელი სამუშაოების პროგრამაში და ძალიან სასიხარულოა ის, რომ ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ მოახდენს აღნიშნული მშენებლობის სრულ დაფინანსებას და ამაზე 650.000 ლარზე მეტი დაიხარჯება.

ჩვენი გათვლებით, ტენდერის გამოცხადება, სამუშაოების დაწყება და შემდეგ დასრულება ნოემბრის თვისათვის მოხერხდება და მარტვილის საფეხბურთო სკოლას ექნება ფუნქციონირებადი უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი სპორტული შენობა ნაგებობა, რომელიც მოემსახურება ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩაყენებული გვყავს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და საჭირო საკითხების მოგვარებაში მათ მხარდაჭერასაც ყოველდღიურად ვგრძნობთ. როგორც ყველასთვის ცნობილია, ფეხბურთის ფედერაცია ქართული ფეხბურთის განვითარების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში 2017 წლიდან დაიწყებს ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების და სხვადასხვა რეგიონალური პროგრამების განახორციელებას და ჩვენ ჩვენი მუშაობით გაკეთებული საქმე გვინდა დავახვედროთ ფეხბურთის ფედერაციას, რადგან გვსურს იმ პრიორიტეტულ პროექტებში და პროგრამებში მოვხვდეთ, რომელსაც გეგმავს ფედერაცია სამომავლოდ.

ასევე მინდა, რომ ეს პროექტი გახდეს მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მრავალწლიანი პროგრამით, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა სპორტის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით შექმნას საფეხბურთო ინფრასტრუქტურა რეგიონში.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს, იმ ხალხს ვინც წლების განმავლობაში გვერდში გვედგა, მსგავსი პროექტები რომ გაგვეხორციელებინა. დარწმუნებული ვარ, ეს ნაბიჯები შედეგს გამოიღებს, რადგან ქართული ფეხბურთის მომავლის განვითარებაში ჩადებული შრომა აუცილებლად დაფასდება“.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.11171
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X