ჭადრაკი

23:01 | 6.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფიდე-ს განახლებული რეიტინგები

ფიდე-ს მიერ აპრილისთვის განახლებულ რეიტინგში ქართველ მოჭადრაკეთაგან საუკეთესო მაჩვენებელი ნანა ძაგნიძეს (2535) გააჩნია, რომელიც ქალთა მოწინავე ათეულის წევრად რჩება და ამჯერად, მე-8 პოზიციაზე იმყოფება.

ქალთა შორის კლასიფიკაციას კვლავაც ჩინელი მსოფლიოს ჩემპიონი იიფან ჰოუ (2663) ლიდერობს, მას კი ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2575), ვენჯუნ ჟუ (ჩინეთი, 2568), მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2561), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2557), ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2555), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2536), ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2535), კატერინა ლაჰნო (რუსეთი, 2529) და ჟონგი ტანი (ჩინეთი, 2518) უდგანან.

პირველ ასეულში ქართველთაგან, ძაგნიძის გარდა, კიდევ ექვსი ჩვენებურია: 17. ბელა ხოტენაშვილი (2493), 22. ლელა ჯავახიშვილი (2489), 25. ნინო ბაციაშვილი (2476), 52. სალომე მელია (2420), 57. ნინო ხურციძე (2414), 88. სოფიკო გურამიშვილი (2376).

ვაჟთა მოწინავე ასეულში კვლავინდებურად ერთადერთი ქართველი მოჭადრაკეა: ბაადურ ჯობავა, რომელიც 2672 პუნქტით 70-ე ადგილზეა.

საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება: მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2851), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2801), ფაბიანო კარუანა (აშშ, 2795), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2790), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2788), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2787), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2784), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2779), ლირენ დინგი (ჩინეთი, 2777), უესლი სო (აშშ, 2773).

გოგონათა საუკეთესო ასეულში 2 წარმომადგენელი გვყავს: ნინო ხომერიკი (2299) 26-ეა, ხოლო ნატო იმნაძე (2233) – 50-ე. სამწუხაროდ, ვაჟთა ასეულში ვერცერთ ქართველს ვერ ვხედავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100329