ფეხბურთი

17:21 | 6.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ირვინი: “ბარნსი, სტოიჩკოვი, ჰაჯი, ქინქლაძე – მათ წინააღმდეგ ყველაზე რთული იყო”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა დენის ირვინმა ბრიტანულ sport360-თან ინტერვიუში გიორგი ქინქლაძეც მოიხსენია. ირვინს შეეკითხნენ, ყველაზე მეტად ვის წინააღმდეგ გიჭირდათ თამაშიო, მისი პასუხი კი ასეთი იყო:

“ჯონ ბარნსი 80-იანი წლებისა და 90-იანების დასაწყისში ბრწყინვალე გარემარბი გახლდათ. გეორგე ჰაჯი დიდი ფეხბურთელი იყო, ასევე, ხრისტო სტოიჩკოვი და გიორგი ქინქლაძე. ისინი ჭკვიანები იყვნენ, მათ წინააღმდეგ ჭირდა თამაში”.

ირლანდიელი ირვინი 12 წლის განმავლობაში თამაშობდა სერ ალექს ფერგიუსონის გუნდში – 1990-2002 წლებში. ირვინი პირველი არაა, ვისაც მსგავსი სიტყვები უთქვამს “მანჩესტერ სიტისა” და საქართველოს ნაკრების ყოფილი ვარსკვლავის მიმართ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115305