ფეხბურთი

15:49 | 6.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

მესი კოპა ამერიკის პირველ მატჩს გამოტოვებს

არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი კოპა ამერიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ტურნირის პირველ მატჩს გამოტოვებს. ინფორმაციას MARCA ავრცელებს.

როგორც ირკვევა, მესი და მამამისი ესპანურმა სასამართლომ დაკითხვაზე დაიბარა. საქმე ეხება მესის არასწორად ორგანიზებულ დოკუმენტებს, რომლის მიხედვითაც ოჯახი გადასახადებს თავს არიდებდა. აღნიშნული პროცესი 7 ივნისს დაიწყება და ზუსტად ამ დღეს არგენტინა ჩილეს შეხვდება.

სამხრეთამერიკელს ციხეში ჩაჯდომა არ ემუქრება, მესის აგრეთვე არ აქვს ინფორმაცია თუ როგორ მოხდა გადასახადებიდან თავის არიდება. აღნიშნულ საქმეში მთავარი მოქმედი პირი მესის მამა ხორხეა და თავად ფეხბურთელი დაკითხვაზე თვითმხილველის სტატუსითაა დაბარებული. 3 წლის განმავლობაში ხორხემ სახელმწიფოს 10 მილიონიდან 4.1 მილიონი ევრო არ გადაუხადა.

იმ შემთხვევაში თუ სასამართლო პროცესი მშვიდად ჩაივლის, მესი და მამამისი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაფრინდებიან და თავდამსხმელს შანსი ექნება კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში პანამის წინააღმდეგ ითამაშოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113193