ჭადრაკი

15:46 | 5.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

გრან პრის ეტაპზე 4 ქართველი მოჭადრაკე ითამაშებს!

19 აპრილიდან ბათუმი ქალთა მსოფლიო გრან პრის სერიის მორიგ ეტაპს უმასპინძლებს. პირველად ამ ტურნირის ისტორიაში, შეჯიბრში ერთბაშად 4 ქართველი მოჭადრაკე იასპარეზებს: ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი და ლელა ჯავახიშვილი

ფიდეს გადაწყვეტილებით, გრან პრის სერიის ტურნირთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა. შესაბამისად, შეჯიბრს მონაწილეთა რაოდენობა დაემატა და ჩვენდა სასიხარულოდ, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის შანსი კიდევ ორ ქართველ მოჭადრაკეს მიეცა.

ბათუმური ტურნირის მონაწილენი:

1. ნანა ძაგნიძე (საქართველო)

2. მარია მუზიჩუკი (უკრაინა)

3. ჟაო ქსიუ (ჩინეთი)

4. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი)

5. ვალენტინა გუნინა (რუსეთი)

6. ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი)

7. ანა მუზიჩუკი (უკრაინა)

8. ნინო ბაციაშვილი (საქართველო)

9. ოლგა გირია (რუსეთი)

10. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო)

11. ლელა ჯავახიშვილი (საქართველო)

12. ელინა დანიელიანი (სომხეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.519175